კულტურის მინისტრი: ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი არამართებულია
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სახელისუფლებო გუნდში მიმდინარე პროცესებს აფასებს. როგორც გიორგაძემ აღნიშნა, ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი არამართებულია.
„მიმაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი არამართებულია. სახელმწიფოს სიძლიერე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის დგას ძლიერ ინსტიტუციებზე და სტრუქტურები გამართულად მუშაობენ. მთავრობა ხალხის ნების პირდაპირი გამტარებელია, ჩვენი მოსახლეობის არჩევანი კი ცხადი და მყარია. ეს ევროპასთან ინტეგრაციაა. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა გახდეს ნატოსა და დიდი ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.