ირმა ინაშვილი: არანაირი რეალური და სარწმუნო ფაქტებით არ დასტურდება, რომ ქვეყნის ვექტორი იცვლება

“მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ იარლიყი, თითქოს ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და, ზოგადად, ხელისუფლება პრორუსულია და უნდათ ჩაშალონ ევროინტეგრაციის პროცესი,- სისულელე და ტყუილია! – ასე ეხმაურება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის განცხადებით, არანაირი რეალური და სარწმუნო ფაქტებით არ დასტურდება, რომ ქვეყნის ვექტორი იცვლება.
“მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ იარლიყი, თითქოს ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და, ზოგადად, ხელისუფლება პრორუსულია და უნდათ ჩაშალონ ევროინტეგრაციის პროცესი,- სისულელე და ტყუილია! ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. არანაირი რეალური და სარწმუნო ფაქტებით არ დასტურდება, რომ ქვეყნის ვექტორი იცვლება. „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად იყენებს ძველ ხერხს, ნიღაბს იკეთებს, რომ თავად კარგია, კეთილია, პროდასავლურია, დანარჩენებს კი, იარლიყს აკერებს, რომ ცუდები და პრორუსები არიან.
ამ შემთხვევაში, მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ იარლიყი, თითქოს ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და, ზოგადად, ხელისუფლება პრორუსულია და უნდათ ჩაშალონ ევროინტეგრაცი პროცესი,- სისულელე და ტყუილია!
ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. არანაირი რეალური და სარწმუნო ფაქტებით არ დასტურდება, რომ ქვეყნის ვექტორი იცვლება. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე გამოძიების თემას – დაკავებული არიან სამინისტროს ოფიცრები და მიდის გამოძიება საფინანსო- სამეურნეო საქმეზე. ჩვენ არ ვიცით, ვინაა მართალი და ვინ- მტყუანი. ესაა პროკურატურისა და სასამართლოს საქმე, მაგრამ ამ გამოძიებას რომ ნატოსთან, ევროპასთან და რუსეთთან არანაირი კავშირი არა აქვს, ეს სრულიად ნათელია. ამ გამოძიებისა და ევროინტეგრაციის მიბმა, დაკავშირება ერთმანეთთან, ჩვენი აზრით, არასწორი და მცდარია. ყველას ესმის, რომ „ნაცმოძრაობას“ აქვს ერთადერთი ინტერესი – თავის ნავში ჩაისვას, მაგალითად, ალასანია, თუ გამოუვა. ასევე, თუ შეძლებს, ნავში ჩაისვას „რეპუბლიკური პარტია“ და, რაც მთავარია, პრეზიდენტი მარგველაშვილი და ამით, სრულიად კანონიერად შექმნას უმრავლესობა და მოახდინოს სახელმწიფო, კანონიერი გადატრიალება,- შეცვალოს მთავრობა. „კანონიერი“ იმიტომ, რომ ყველაფერი კანონიერად მოხდება და „გადატრიალება“ იმიტომ, რომ, ასეთი მანდატი ქართველ ხალხს არჩევნებისას არ მიუცია არც „ნაცებისთვის“ და არც სხვა ვინმესთვის. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. ვფიქრობ, რაც მოხდა, დიდი ხანია მწიფდებოდა“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირმა ინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები