პაატა ზაქარეიშვილი: ქვეყანაში კრიზისის ნიშნებიც კი არ ჩანს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არ ეთანხმება მოსაზრებებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია შექმნილი.როგორც მინისტრი აცხადებს, პოლიტიკური კრიზისი დგება მაშინ, როცა პოლიტიკური სუბიექტების ვერშეთანხმების გამო საქმიანობის პარალიზება ხდება.
“არანაირი საფუძველი პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისა არ არსებობს. პოლიტიკური კრიზისი დგება მაშინ, როცა პოლიტიკური სუბიექტების ვერშეთანხმების გამო საქმიანობის პარალიზება ხდება. არანაირი პარალიზება არ ხდება, მთავრობა, ყველა პოლიტიკური ინსტიტუტი განაგრძობს მუშაობას, ასე, რომ ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პოლიტიკური კრიზია შექმნილი, კრიზისის ნიშნებიც კი არ ჩანს“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები