“თავისუფალი დემოკრატების” წევრები არ არიან ჩვენთვის ხმები, ისინი პიროვნულად ძალიან ღირებულნი არიან“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრები არ არიან ჩვენთვის ხმები, ისინი პიროვნულად ძალიან ღირებული ადამიანები არიან.
“ჩვენ მათ არ ვთვლით, როგორც უმრავლესობაში შემავალ ხმებს, ჩვენთვის თითოეული მათგანის ყოფნა უმრავლესობაში ღირებულია და ისინი მნიშვნელოვანნი არიან, როგორც თანამებრძოლები. იმედი მაქვს, მათ შორის იქნებიან ადამიანები, რომლებიც დარჩებიან უმრავლესობაში, რადგან დღეს ძალიან მნიშვნელოვანია პირად, პარტიულ და პიროვნულ განწყობებზე მაღლა დავაყენოთ სახელმწიფოს ინტერესები. დარწმუნებულნი ვართ, ჩვენ მოვძებნით ბევრ თემას პარლამენტში, რაზეც თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები