ზურაბ აბაშიძე: აღარ ღირს ამათთან ყოფნა

აღარ ღირს ამათთან ყოფნა – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მათთვის მიუღებელია, ამიტომ გადაწყვიტეს, კოალიციასთნ აღარ ითანამშრომლონ.
„იმ ცილისწამებების და ბრალდებების ფონზე, რომელიც პრემიერმა პროკურატურასთან ერთად განახორციელა, აღარ ვართ კოალიციაში. სამწუხაროდ, ღარიბაშვილი აღმოჩნდა მხარე ამ პროცესებში. ჩვენთვის სამწუხაროა ის პროცესები, რაც მან ბოლო პერიოდში განახორციელა. ჩვენი თანამშრომლობა ამ კუთხით დასრულებულია მთლიანად, თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ პარტიულ ცხოვრებას და 8 ნოემბერს ყრილობის გამართვასაც ვგეგმავთ“, – განაცხადა აბაშიძემ.
“თავისუფალი დემოკრატები” კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთში გამოვიდნენ და კოალიციის დატოვების შესახებ განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები