„თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები პარტიის ოფისში იკრიბებიან

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები პარტიის ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს დატოვების შემდეგ იკრიბებიან.
“ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მივსულვართ. ჩვენ მივედით მმართველი კოალიციის ფარგლებში სასაუბროდ. სამწუხაროა ეს ყველაფერი. ჩვენ ასევე, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ ჩვენს თავს იმ კოალიციაში”, – განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა პარტიამ “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვა. პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა პოლიტსაბჭოს სხდომა დროზე ადრე დატოვეს. სხდომის დატოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
„აქ შედგა ისეთი საუბარი, როგორიც ჩვენ არ გვინდოდა, რომ გამოგვსლოდა ჩვენს პარტნიორებთან, მაგრამ ჩვენ ძალიან ცივილურად დავემშვიდობეთ ჩვენს პარტნიორებს. კოალიციაში აღარ იქნებიან „თავისუფალი დემოკრატები“. რაც შეეხება დისკუსიებს, რეალურად ეს ვერ შედგა, რადგან აქ ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მოვსულვართ. აქ მე დაგეგმილი მქონდა ჩემი კოალიციის წევრებთან, ყოფილ პარტნიორებთან რეალურად მელაპარაკა იმაზე, თუ რამ გამოიწვია ის ნაბიჯი, რაც გადადგა „თავისუფალმა დემოკრატებმა“. სამწუხაროდ, ასეთი საუბარი ვერ შედგა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალი პოლიტიკური ცხოვრება „თავისუფალ დემოკრატებს“ მისცემს შანსს, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გააგრძელოს საქართველოს სამსახურში ყოფნა“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები