„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვს
„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვს, სადაც შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ. საკითხზე სპეციალური განცხადებები ოპოზიციური გაერთიანების ლიდერებმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„სოციალური, ეკონომიკური და ფინანსური პრობლემების გარდა, სერიოზული მძიმე პოლიტიკური კრიზისია და ქვეყანა ქაოსისაკენ მიექანება. ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, სასწრაფოდ მოიწვიოს საქართველოს პარლამენტის სხდომა, ყველა, ვისაც გვაქვს გაცნობიერებული მდგომარეობის სირთულე, შევეცდებით ქვეყნის მშვიდად და სტაბილურად განვითარების ხელშეწყობას“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
საპარალამენტო ოპოზიცია ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ალასანიას გუნდთან.