“რესპუბლიკური პარტია” განცხადებას კოალიციის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთებს

“რესპუბლიკური პარტია” განცხადებას კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განუცხადა.
“მიმდინარე პროცესები არის ძალიან რთული, ძალიან დინამიკურად მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი. პრაქტიკულად გადავდივართ პარლამენტთან თემატურ თანამშრომლობაზე, თუმცა ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციებს სხდომის დასრულების შემდეგ დავაფიქსირებთ. “რესპუბლიკური პარტია” სწორედ ამის შემდეგ გააკეთებს განცხადებას”, – განაცხადა სამნიძემ.
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები, მათ შორისაა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები