კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს – სხდომას ირაკლი ალასანიაც ესწრება

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები, მათ შორისაა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია.
სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხი თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებია.
დღესვე გადაწყდება ისიც, დატოვებენ თუ არა “თავისუფალი დემოკრატები” კოალიციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები