ეკა შანიძე: შეიარაღებულ ძალებში სრული სიმშვიდეა

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ეკა შანიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბრიგადების გენერლები თანამდებობებს ტოვებენ, უარყოფს. როგორც შანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, შეიარაღებულ ძალებში სრული სიმშვიდეა.
„შეიარაღებულ ძალებში სრული სიმშვიდეა. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ბრიგადების გენერლები თანამდებობებს ტოვებენ. ჯარი არის აპოლიტიკური და ვერანაირი პოლიტიკური კრიზისი ამ მთავარ მონაპოვარს ვერ შეარყევს“, – წერს შანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები