2026 წლის მეორე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან  1,101.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

2026 წლის Iკვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან  1,101.8  მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით ნაკლებია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

“ჯამურად პირველ ორ კვარტალში ქვეყანამ 1,931.7 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

 საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის Iკვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 17.7%-ით განისაზღვრა და 194.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა – ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1%-ია.

 სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 10.3%, 49.8%, 5.6%-ით და, შესაბამისად, 59.5, 53.7, 39.9 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ისრაელიდან და ირანიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.0% და 65.1%-ით, შესაბამისად, 123.8 და 10.2 მლნ აშშ დოლარამდე.

 საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის მეორე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები