ირაკლი ღარიბაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებს მიმართავს

მივმართვ „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციას, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე სრული შემადგენლობით მოვიდნენ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია.
„მე მივმართე „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციას, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოვიდეს სრული შემადგენლობით. „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებში არიან ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანები. ისინი არიან და იყვნენ ჩვენი თანამებრძოლები. მე მათ მივიჩნევ ჩვენს თანამებრძოლებად. მე გულწრფელად მინდა, რომ მათ გააგრძელონ სახელმწიფოს მშენებლობაში ჩვენთან ერთად ბრძოლა. მათთვის ეს კარი არის ყოველთვის ღია. თუ ისინი არჩევვანს გააკეთებენ სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის დაე იყოს ეს მათი არჩევანი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება 17:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები