წარმატების მომტანი სიმბოლოები

1) ნალი: ნალი ერთ-ერთი უძველესი წარმატების მომტანი სიმბოლოა, ის ცუდი თვალისგან იცავს ადამიანს. თუკი ნალი ჩამოკიდებულია ბოლოებით მაღლა, ის დიდ წარმატებას მოიტანს თქვენს ოჯახში.

1382448085_-2) რკო: დიახ, ჩვეულებრივი რკო, რომელსაც მუხა ისხამს, ითვლება წარმატების ერთ-ერთ სიმბოლოდ, რომელიც ბოროტი ადამიანისგან დაგიცავს. არის ნაყოფიერების და სიცოცხლის სიმბოლო. ძველად ჯარისკაცები ომში ჯიბით რკოს ატარებდნენ იმის იმედით, რომ ის მათ მტრისგან დაიცავდა.

3) სვასტიკა: ითვლება წარმატების უძლიერეს სიმბოლოდ, მისი სახელი სანსკრიტზე იშიფრება, როგორც „სვ“-კარგი, „ასტი“-ყოფნა, „კა“-უბრალოდ სუფიქსია. ეს სიმბოლო ფართოდ გამოიყენება იუდიზმში და ბუდიზმში.

1382448129_-24) კადუცეი: ეს სიმბოლო ორი ფრთიანი გველით შემოხვეულ კვერთხს წარმოადგენს. კადუცეი ითვლება წარმატების სიმბოლოდ. ის ხშირად შეგხვდებათ სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაციაში, იგივე აფთიაქში. ჯამრთელობისა და იმუნიტეტის გამაძლიერებელი სიმბოლოა. კვერთხს გარშემო შემოხვეული ორი გველი წარმოადგენს წონასწორობის სიმბოლოს, ხოლო ფრთები, ჰერმესის (იგივე მერკურის) სიმბოლოა.

5) გასაღები: იგივე გასაღებიც წარმატების სიმბოლოდ ითვლება. ის ყოველგვარ რთულ სიტუაციაში დაგეხმარებათ. ამიტომ შეგიძლიათ, როგორც აქსესუარი, გასაღები ატაროთ – ლამაზიცაა და თან წარმატებაც მოაქვს.

6) წითელი ძაფი: უბრალო წითელი ნატურალური მატერიისგან გაკეთებული ძაფი იცავს ავი თვალისგან, თუკი მას ხელზე შემოხვეულს ატარებთ.

ზოგადად კი, თქვენ თვითონ შეგიძლიათ უბრალო ნივთსაც კი რაიმე აზრი მიანიჭოთ და, როგორც თილისმა, ატაროთ.

ნიკა დვალიშვილი GeoAstro.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები