რა შემთხვევაში დარჩება მმართველი გუნდი პარლამენტში უმრავლესობის გარეშე – კონსტიტუციონალისტის განმარტება

მმართველი გუნდი პარლამენტში შესაძლოა უმრავლესობის გარეშე დარჩეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები” გავა.
როგორც “კვირასთან“ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, უმრავლესობას პარლამენტში ქმნის ფრაქცია, ან ფრაქციათა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში გაერთიანებული დეპუტატები პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარს აღემატება, ანუ დღევანდელ პარლამენტში უმრავლესობა სულ მცირე 76 დეპუტატის გაერთიანების პირობებში იქმნება.
“ქართული ოცნება” უმრავლესობის დაშლის თავიდან აცილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მასთან ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატები გაერთიანდებიან.
“დღევანდელ პარლამენტში უმრავლესობა, სულ მცირე, 76 დეპუტატის გაერთიანების პირობებში იქმნება. ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფალ დემოკრატებში” კი 10 წევრია. “ქართული ოცნება” უმრავლესობის დაშლის თავიდან აცილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მასთან ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატები გაერთიანდებიან“,- განუცხადა “კვირას“ ძაბირაძემ.
ცნობისთვის, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების დაწყების პროცედურებს 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები