არჩილ გორდულაძე: გვარამიას, სააკაშვილისა და ბოკერიას მსგავსი ადამიანები პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ
“გვარამიას, სააკაშვილისა და ბოკერიას მსგავსი ადამიანები პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ,” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ნიკა გვარამიას განცხადება ცხადყოფს, რომ მისთვის და „ნაცმოძრაობის“ ბანდისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ქართველი ხალხი რას ფიქრობს. ისინი დამოკიდებული არიან გარე პატრონებზე, გარე მმართველობაზე, რომელიც 2003-2012 წლებში იყო დამყარებული. ისინი ახლაც გარედან არიან მართულები და აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკური აქტივობა არის ქვეყნის გარეთ. ეს მაშინ, როცა ხელისუფლების წყარო მხოლოდ ქართველი ხალხია. სწორედ ამიტომ არიან ისინი არაკონსტიტუციურები, ამ ქვეყნის ღალატში ბრალდებულები. გვარამიას, სააკაშვილისა და ბოკერიას მსგავსი ადამიანები პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ალტერნატივა“.