ბათუმში ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, ცენტრალური და ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლობით, ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება. ახალი, თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კლინიკა სრულად დაფარავს აჭარისა და მიმდებარე რეგიონების საჭიროებებს. სამედიცინო ცენტრის პედიატრიული დეპარტამენტი 91 საწოლზეა გათვლილი და სრულფასოვან თერაპიულ, ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებს მოიცავს. გარდა ამისა, შენობის პირველ სართულზე მოეწყობა თანამედროვე ჰემოდიალიზის ცენტრი, რომელიც 18 პაციენტის ერთდროულად მიღებას შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები