გიორგი სოსიაშვილი – “ნაციონალურ მოძრაობაზე”: კარგად გვახსოვს, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედებმა რა უბედურება დაატეხეს საქართველოს
“ძალიან კარგად გვახსოვს, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედებმა რა უბედურება დაატეხეს საქართველოს,” – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
„სისხლით მორწყეს არაერთგზის რუსთაველი და არა მარტო რუსთაველი და უამრავი ოჯახი გააუბედურეს. გვახსოვს ის შემზარავი კადრები და ასეთი ადამიანები დღეს გველაპარაკებიან ადამიანის უფლებებზე და მორალს გვიკითხავენ“, – აღნიშნა სოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა.