ირაკლი ქადაგიშვილი – გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე: სისტემური დანაშაული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ასეთ გახმაურებულ ფაქტებს მიჩქმალავდა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გორში მომხდარ ინციდენტზე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„სისტემური დანაშაული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება (როგორც ეს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ხდებოდა) ასეთი გახმაურებულ ფაქტების მიჩქმალვას, დამალვას და ხშირ შემთხვევაში ხელოვნური სცენების დადგმას მიმართავდა. მაგრამ როდესაც ხდება გარკვეული დანაშაული და მასზე კანონი და ხელისუფლება მყისიერად მოქმედებს, ეს არის სწორედ პრევენცია, რომ დანაშაული არასდროს არ იქცეს სისტემურ დანაშაულად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა.