თორნიკე ჭეიშვილი – ოპოზიციის აქციაზე: ეს იყო კიდევ ერთი ეტაპი რადიკალების მიერ საკუთარი პოლიტიკური თვითლიკვიდაციის
“ეს იყო კიდევ ერთი ეტაპი რადიკალების მიერ საკუთარი პოლიტიკური თვითლიკვიდაციის,”- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას არ ჰყოფნის არანაირი გამბედაობა, რომ თუნდაც სლოგანი დამოუკიდებლად მოიფიქროს, შესთავაზონ საზოგადოებას, საკუთარ მხარდამჭერებს, რომელთა რიცხვი დღითიდღე იკლებს.
„მათ არ ჰყოფნით არანაირი გამბედაობა, რომ თუნდაც სლოგანი დამოუკიდებლად მოიფიქრონ, შესთავაზონ საზოგადოებას, საკუთარ მხარდამჭერებს, რომელთა რიცხვი დღითიდღე იკლებს. საბოლოო შედეგი დგება ხოლმე ასეთი, რომ გუნდის შიგნითვე, საკუთარ რიგებში, საკუთარ ელექტორატში იწყება ძალიან სერიოზული ფაზა – კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებისა.
მათ იმ დონეზეც კი არ ენდობიან, რომ ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებების მიღებაც კი ანდონ. ამ შემთხვევაშიც ფაქტობრივად, წერტილ-მძიმის დონეზე ჰქონდათ მიღებული დავალებები იმასთან მიმართებით, თუ როგორ უნდა წარემართათ ეს შეკრება, ვის რა საკითხზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება, ვის რა გზავნილი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდა სერიოზული ფიასკოთი.
ფაქტობრივად, ეს იყო კიდევ ერთი ეტაპი რადიკალების მიერ საკუთარი პოლიტიკური თვითლიკვიდაციის გზაზე. გასაგებია, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ ეს თვითლიკვიდაცია დასრულდება ძალიან ლოგიკური შედეგით. ის გარე დამკვეთები ერთხელ და სამუდამოდ მიხვდებიან და გააცნობიერებენ იმას, რომ ფსონის დადება საქართველოში ასეთი ტიპის ძალებზე, რომლებიც გამოირჩევიან ძალადობრივი რიტორიკით, ისინი არც ერთმანეთს ინდობენ ხოლმე, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ეს ყველაფერი მიდის იმ დასასრულისკენ, რასაც ყველანაირი ლოგიკა განაპირობებს“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.