თორნიკე ჭეიშვილი – გორში მომხდარ ინციდენტზე: კადრები, რომელიც გავრცელდა რა თქმა უნდა იმთავითვე უნდა გამხდარიყო და გახდა კიდეც გამოძიების დაწყების საფუძველი

“კადრები, რომელიც გავრცელდა რა თქმა უნდა იმთავითვე უნდა გამხდარიყო და გახდა კიდეც გამოძიების დაწყების საფუძველი,”- ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გორში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

„არსებობს ყველანაირი მოლოდინიც და წინაპირობები იმისა, რომ ეს ფაქტი იქნება გამოძიებული ძალიან სწრაფად და საზოგადოება ძალიან მალე მიიღებს ამომწურავ პასუხს იმასთან მიმართებით თუ რა მოხდა რეალურად დღეს გორში და არავითარი კითხვის ნიშანი არ იარსებებს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად მაღალი სტანდარტით შეიძლება, რომ ასეთ შემთხვევაში აღსრულდეს მართლმსაჯულება“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები