არჩილ გამზარდია: ,,ნაციონალები“ პროვოკაციების მოწყობას შეეცდებიან, რასაც შეიძლება დაკავებები მოჰყვეს

საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის არჩილ გამზარდიას განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ 15 ნოებრის აქციას აფხაზეთის თემატიკასთან საერთო არაფერი აქვს. როგორც გამზარდია გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიზანია, 15-ში დაპირისპირება მოხდეს და ამით პოლიტიკური დევნის სურათი გააძლიერონ.
,,ნაციონალები“ შეეცდებიან, შექმნან თუნდაც წვრილმანი ჩოჩქოლი ან პროვოკაციები, რომელსაც შეიძლება დაკავებები მოჰყვეს და აქედან გამომდინარე, ისინი გასაღდნენ როგორც პოლიტიკურად რეპრესირებულები და საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენონ, რომ ისინი აქციის ჩატარებისთვის იდევნებიან. აი ეს მიზანია ჩადებული 15 ნოემბრის აქციაში და არა – აფხაზეთის თემა. სხვა შემთხვევაში, რატომ ატარებენ აქციას რუსთაველის პროსპექტზე და არა ე.წ. სასაზღვრო ზოლთან? იმიტომ, რომ იქ ძალების მობილიზება ძნელია“, – აცხადებს გამზარდია.
მისივე შე4ფასებით, ,,ნაცმოძრაობის“ მიზანია, ხელისუფლებაში დესტრუქციული გზით მოვიდეს.

,,ნაციონალურ მოძრაობას“ კარგად აქვს გააზრებული, რომ პოლიტიკურ პროცესებში მისი წარმატების პერსპექტივები ძალიან დაბალია, ამიტომაც შეეცდება, საკუთარი მიზნები დესტრუქციული ხერხებით უზრუნველყოს, უპირველესად, სახელმწიფო სექტორის დისკრედიტაცია მოახდინონ, იმის ნიშნები ჩანს, რომ ,,ნაცმოძრაობა“ საზოგადოებაში სამოქალაქო შუღლს აღვივებს“, – განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები