კონგოში, ებოლას ვირუსით “წითელი ჯვრის” სამი თანამშრომელი გარდაიცვალა

“წითელი ჯვრის” განცხადებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამი მოხალისე გარდაიცვალა, რომლებიც, სავარაუდოდ, მარტში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ებოლას ვირუსით დაინფიცირდნენ. ინფორმაციას CBS NEWS-ი ავრცელებს.

“სავარაუდოა, რომ ალიკანა უდუმუსი ავგუსტინი, სეზაბო კატანაბო და აჯიკო ჩანდირუ ვივიანი ებოლას ვირუსით დაინფიცირდნენ 27 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როდესაც ებოლასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში გვამებს ანადგურებდნენ,” – ნათქვამია IFRC-ის განცხადებაში.

მედიის ცნობით, ცენტრალური აფრიკის ქვეყანა მომაკვდინებელი ვირუსული დაავადების აფეთქებამ მოიცვა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო შეშფოთების მქონე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები