ტყიბულში გაჩენილი ხანძრის შედეგად ქალბატონი გარდაიცვალა

  ტყიბულში, ბარათაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა, შემთხვევის დროს სახლში 86 წლის ქალბატონი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “კვირას“ ტყიბულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა კახა ხეცურიანმა განუცხადა, სახლი, რომელშიც ქალბატონი ცხოვრობდა, ტყიბულის განაპირას მდებარეობდა და ახლო მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა მოსახლე არ ცხოვრობდა. მისი ინფორმაციით, მოხუცებული ქალბატონი შეშის ღუმელით თბებოდა, სავარაუდოდ ხანძარი სწორედ ღუმელიდან გავრცელდა.
“სახლი, რომელშიც ქალბატონი ცხოვრობდა, საკმაოდ განაპირას იდგა. წინასწარი ვარაუდით, ცეცხლი შეშის ღუმელიდან გავრცელდა, რადგან სახლში ელექტროგაყვანილობა არ იყო. ცეცხლი იმდენად ძლიერი, სახლი კი იმდენად მიუვალი იყო, რომ ადგილზე მისულ მეხანძრეებს სახლი უკვე დამწვარი დახვდათ. ჩვენმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მხოლოდ ქალის დამწვარი სხეულის ნაწილები იპოვეს“, – განუცხადა “კვირას“ კახა ხეცურიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები