შოთა ბერეკაშვილი: არ შეიძლება ბიზნესის დემონიზება, იმიტომ, რომ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესი ქმნის დოვლათს ამ ქვეყანაში
არ შეიძლება ბიზნესის დემონიზება, იმიტომ, რომ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესი ქმნის დოვლათს ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ გადაცემაში “ღია ეთერი – დებატები” პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ქვეყანაში წარმატებული ბიზნესი არის მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა.
“თუ ჩვენ გვინდა თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მტრის ხატი შევქმნათ ბიზნესისგან იმიტომ, რომ მას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში პასუხისმგებლობა გააჩნია“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.