დავით მათიკაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას არანაირი ნდობა არ გააჩნია, მათი ფასადური მცდელობა, საზოგადოებაში იარონ და თავიანთი დესტრუქციული შეხედულებები გააცნონ, ფიასკოსთვის არის განწირული

“რადიკალურ ოპოზიციას არანაირი ნდობა არ გააჩნია, მათი ფასადური მცდელობა, საზოგადოებაში იარონ და თავიანთი დესტრუქციული შეხედულებები გააცნონ, ფიასკოსთვის არის განწირული”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში დესტრუქციული ადამიანები არიან.

„რა კარდაკარზეა საუბარი, როცა შეკრებებზე ადამიანებს არ უშვებენ და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შეხვედრებიდან ყრიან. რადიკალებს სურთ, ეს შეხვედრები მხოლოდ პროპაგანდისტურმა მედიებმა გააშუქონ. ეს ადამიანები არიან დესტრუქციული და ანტიეროვნული. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ როგორც აქამდე მარცხდებოდა, ასეთი ბედი ელოდებათ ისევ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები