რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი დაიბარეს

მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი, ალექსანდერ გრაფ ლამბსდორფი დაიბარეს. ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში გავრცელდა.

რუსული მხარის განცხადებით, დიპლომატის დაბარება უკავშირდება გერმანელი დეპუტატის შეხვედრას ჩეჩნეთის ემიგრირებულ წარმომადგენელთან, რომელსაც მოსკოვი „ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერად“ მიიჩნევს.

უწყების შეფასებით, აღნიშნული ქმედება რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევად განიხილება.

რუსეთმა ოფიციალური პროტესტი გამოთქვა და ბერლინისგან განმარტებები მოითხოვა.

თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასებები მიუღებელია.

ცნობისთვის, რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა „ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია“ და მისი სტრუქტურები ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიტანა.

როგორც მედია აღნიშნავს, დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბულობა რუსეთსა და გერმანიას შორის ბოლო პერიოდში არაერთხელ დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები