“ჰეზბოლას” ლიდერი ლიბანს ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
შიიტური მორაობა “ჰეზბოლას” გენერალურმა მდივანმა, შეიხ ნაიმ ქასემმა, ლიბანის მთავრობას მოუწოდა, ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებები შეწყვიტოს. განცხადება მოძრაობის Telegram არხზე გამოქვეყნდა.
„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, შეწყვიტონ პირდაპირი მოლაპარაკებები ისრაელის მტერთან და გადავიდნენ არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა ქასემმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ლიბანის მთავრობა უნდა დაუბრუნდეს ეროვნულ დიალოგს და გააუქმოს გადაწყვეტილება შიიტური ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ შეიარაღებული ფრთის აკრძალვის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება ისრაელის აგრესიას.
„ხელისუფლებამ ეროვნული ინტერესები პირველ ადგილზე უნდა დააყენოს და გააუქმოს 2 მარტის სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც “ჰეზბოლას” მებრძოლებს კანონგარეშედ აცხადებს“, – აღნიშნა შიიტმა პოლიტიკოსმა.
მან მთავრობას მოუწოდა დიალოგისკენ, რათა ხელი შეუწყოს შიდა კონსოლიდაციას ამერიკა-ისრაელის შეთქმულების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ქასემმა ასევე აღნიშნა, რომ მოძრაობა თავდაცვისა და ისრაელის წინააღმდეგ იარაღის გამოყენების უფლებას არ დათმობს.