მედია: თეთრი სახლის მიღებაზე შესაძლო თავდასხმის შესახებ, მსროლელის ნათესავებმა პოლიცია წინასწარ გააფრთხილეს
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიღებაზე სამართალდამცავ ორგანოებს ცეცხლის გამხსნელი მამაკაცის ნათესავებმა აცნობეს, რომ ის პოტენციური თავდამსხმელია.
ამის შესახებ CNN-ი აშშ-ის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
სროლა 25 აპრილის საღამოს, ვაშინგტონ ჰილტონის სასტუმროში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიღებაზე მოხდა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრო.
აშშ-ის ადმინისტრაციის არცერთი წევრი, მათ შორის პრეზიდენტი, პირველი ლედი მელანია ტრამპი ან ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, არ დაშავებულა.
მსროლელი დააკავეს, საიდუმლო სამსახურის ერთი თანამშრომელი კი დაშავდა.
ტრამპი მიიჩნევს, რომ სასტუმროში, სადაც ის მიღებას ესწრებოდა, სროლის ინციდენტი არ მოხდებოდა, თეთრ სახლში დაცული საბანკეტო დარბაზი რომ აშენებულიყო.