ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2100-ს გადააჭარბა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2100-ს გადააჭარბა.

სამინისტროს განცხადებით, ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში ბოლო დღის განმავლობაში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 159 დაშავდა.

„მიმდინარე შეიარაღებული ესკალაციის დაწყებიდან დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2124-მდე გაიზარდა, ხოლო 6921 ადამიანი დაშავდა“, – ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის 168 ბავშვი და 254 ქალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები