სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი, 1979 წელს დაბადებული ჰ.ქ., 1984 წელს დაბადებული ა.ს., 1999 წელს დაბადებული ა.ტ. და 1976 წელს დაბადებული ა.ე. დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დაადგინდა, რომ, სხვადასხვა დროს, ბრალდებულებმა ჰ.ქ-მ, ა.ს-მ და ა.ე-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ტრაილერში დამალვის გზით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ბრალდებულმა ა.ტ-მ უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.

“ბრალდებულის ჰ.ქ-ს მიმართ გატარდა საიმიგრაციო პროცედურა და ქვეყნიდან იქნა გაძევებული, ხოლო ა.ს-ს, ა.ტ-ს და ა.ე-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები