აფხაზი ძალოვნები: რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერით აფხაზეთი სუვერენიტეტს შეინარჩუნებს

აფხაზურის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ „რუსეთთან თანამშრომლობის ახალი შეთანხმება „რესპუბლიკის“ ძალოვან სტრუქტურებს აფხაზეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით შეინარჩუნებს, და ამასთან ერთად ახალ პირობებში ქვეყნის უსაფრთხოების შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს“. ეს მოსაზრება „თავდაცვის სამინისტროს“, „შსს“-ს და „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის“ ხელმძღვანელებმა აფხაზური ტელევიზიის ეთერში გამოთქვეს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ მომზადებული თანამშრომლობის დოკუმენტის ზოგიერთი პუნქტი, აფხაზური მხარის მტკიცებით, „აფხაზეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“. ამიტომ „აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ“ შეთანხმების საკუთარი ვარიანტი შეიმუშავა და ე.წ. პარლამენტში შეიტანა.
„თუ ახალი რუსულ-აფხაზური შეთანხმება არ შეესაბამება ახალ გეოპოლიტიკურ რეალიებს, მაშინ აფხაზეთის უსაფრთხოება შესაძლოა მსხვრევადი გახდეს… როგორ არ უნდა განვიხილოთ ახალი პროექტი, ჩვენთვის ყველასთვის მთავარი არის – აფხაზეთის უსაფრთხოება, რომლის დროსაც ხალხს და ქვეყნის სუვერენიტეტს შევინარჩუნებთ“, – განაცხადა „თავდაცვის მინისტრმა“ მირაბ კიშმარია. მისი თქმით, ახალი შეთანხმების აუცილებლობა საქართველოს აგრეიული პოლიტიკით, მისი ნატოში შესვლის სურვილით, ასევე სირიაში, ერაყში, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში სიტუაციით არის გამოწვეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები