გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი: ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
გადაწყვეტილება მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.
სასჯელის განსაზღვრის სხდომა 8 აპრილს გაიმართება.
ცნობისთვის, ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა. მათ ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მეორე ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.