საგანელიძე მარგველაშვილის ვეტოს პარლამენტისა და პრეზიდენტის კინკლაობას უკავშირებს
როდესაც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტს შეხვდნენ სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები: ხმალაძე და შავგულიძე, მაშინ ეხსენებინა გიორგი მარგველაშვილს თარიღი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების საკითხზე კომენტირებისასა განაცხადა.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ არ გაგრძელდება კინკლაობა პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის.
„როდესაც რამდენიმე დღის წინ მას შეხვდნენ სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები, ბატონი ხმალაძე და შავგულიძე, მაშინ ეხსენებინა თარიღი და ეთქვა, რომ მისთვის მისაღებია 1 დეკემბერი და იქნება ჩვენ ამაზე კანონის მიღებამდე გვემსჯელა. აქვე დავიტოვებ უფლებას, რომ კანონი, რომელიც შეიძლება ვერ დაიხვეწოს 1 დეკემბრამდე, შესაძლებელია, ამ კანონის ამოქმედებამდე, მერე გავაკეთოთ ჩასწორებები პარლამენტმა. ეს კინკლაობა, რომ პარლამენტის მიღებულ კანონს ვეტოს ადებს პრეზიდენტი და მერე ჩვენ ამას, დღეს იქნება, თუ რამდენიმე დღის შემდეგ ისევ ავხსნით, იქნება არ გაგრძელდეს“, – განაცხადა საგანელიძემ.