ზურაბ აბაშიძე: პრეზიდენტს საინტერესო შენიშვნები აქვს
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ პროექტზე, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ. კანონპროექტი პრეზიდენტის შენიშვნებით პარლამენტს უკვე დაუბრუნდა. როგორც უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პრეზიდენტს საკმაოდ საინტერესო შენიშვნები აქვს.
,,პრეზიდენტის შენიშვნები უკვე შემოვიდა კანონთან დაკავშირებით და ამასთან მიმართებაში უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე. ფრაქციას კომიტეტზე მე წარმოვადგენ. გავეცნობით ამ შენიშვნების არსს და მნიშვნელობას. შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებასაც. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს საინტერესო შენიშვნები აქვს კანონთან დაკავშირებით”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.