„პრემიერმა გაბედული და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო“
ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მხარს უჭერს. კალაძის თქმით, პრემიერმა გაბედული და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიიღო. ვიცე – პრემიერის შეფასებით, 50%-იანი ბარიერი მერებისა და გამგებლების ლეგიტიმაციას და ამომრჩევლების წინაშე პასუხისმგებლობას მკვეთრად გაზრდის. “მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით. ეს არის გაბედული და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც აქამდე ვერ შეძლო ვერც ერთმა ხელისუფლებამ. თვითმმართველ ქალაქებში მერების და მუნიციპალიტეტებში გამგებლების არჩევა 50%-იანი ბარიერით მოხდება, რაც მკვეთრად გაზრდის მერებისა და გამგებლების ლეგიტიმაციას და პასუხისმგებლობას ამომრჩევლების წინაშე. ეს არის დემოკრატიისკენ და ქვეყნის გონივრულად მოწყობისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს არის მოქალაქეების ჩართულობის და მთავრობასთან ერთობლივი მუშაობის კარგი და დროული პრეცედენტი”, – აღნიშნულია განცხადებაში.