სოხუმში რუსეთთან ხელშეკრულების პროექტს აქციაზე აპროტესტებენ

სოხუმში რუსეთის შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერის წინააღმდეგ აქცია იმართება. დემონსტრაციის მონაწილეები საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ რუსეთთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში აფხაზეთი სუვერენიტეტს დაკარგავს. დოკუმენტის ხელმოწერისა და რატიფიკაციის პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები