მიხეილ დარჩიაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა.
დანიშნული ელჩი ნატაშა პრაჰი (რეზიდენციით კიევი) საქართველოში რწმუნებულებათა სიგელების გადაცემის მიზნით იმყოფება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დიპლომატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ესტუმრა. თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობსაც.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ასევე უელსის სამიტის შედეგებზე და ნატოს საერთაშორისო სამსახურთან ერთად შემუშავებული არსებითი პაკეტის განხორციელების კონცეფციის კონკრეტულ დეტალებზე იმსჯელეს.
ნატაშა პრაჰმა ქართულ მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრაზე 2015 წლიდან ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები