აჭარის ტურისტული პროდუქტები ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

მთიანი აჭარის ეკოტურისტული მარშრუტებითა და გასტრონომიით პოლონელი ვიზიტორები დაინტერესდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვროცლავის გამოფენის ფარგლებში, სადაც რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გაუწია პოპულარიზაცია, ვიზიტორების განსაკუთრებული ინტერესი მთიანი აჭარის მრავალფეროვანმა ტურისტულმა პროდუქტებმა გამოიწვია.

“სამი დღის განმავლობაში საქართველოს სტენდთან მათ საშუალება ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ აჭარასა და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით. გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. წელს, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

პოლონეთი აჭარისთვის მნიშვნელოვან სამიზნე ქვეყანას წარმოადგენს, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის არსებული პირდაპირი ფრენების არსებობა. რეგიონში გაზრდილია პოლონელი მოგზაურების რაოდენობაც. 2024 წელთან შედარებით, გასულ წელს აჭარაში პოლონეთიდან 24%-ით მეტი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაცია მიმდინარე წელს 10-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განახორციელა, როგორც ევროპის ისე აზიის ქვეყნებში”,- წერია ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები