კარასინი: პუტინ – მარგველაშვილის შეხვედრის მომზადებაზე საუბარი ნაადრევია

რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის მომზადების შესახებ საუბარი ნაადრევია. ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გააკეთა. „ახლა უნდა ვისაუბროთ ორმხრივი ურთიერთქმედებების დამყარებაზე იმ სფეროებში, სადაც 2008 წელს თბილისის მიერ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების გარეშეა შესაძლებელი ურთიერთობა“, – განაცხადა კარასინმა.
„იტარ-ტასის“ ცნობით, კარასინის განცხადებით, ასეთი სამუშაო მიმდინარეობს და კონკრეტული შედეგებიც არის. „ჩვენ ვაპირებთ ურთიერთქმედების ეს ხაზი გავაგრძელოთ. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვავითარებთ ჩვენი თანამშრომლობის კონკრეტულ ფორმებს, ალბათ, დამოკიდებულია მომავალში მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრების შესაძლო დამუშავების საკითხი“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მანამდე გამოთქმული „მზადყოფნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ” დაადასტურა. ამასთან, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობას ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე სთავაზობს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში 10 თებერვალს განაცხადა, რომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის საშუალებას არ გამორიცხავს. „თუ მოინდომებს, რატომაც არა“, – განაცხადა მაშინ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები