სახალხო დამცველი საჯარო დებატებს გამართავს

31 ოქტომბერს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად საჯარო დებატებს გამართავს. დებატების თემაა „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის განხორციელებისა და მონიტორინგის გამოწვევები“.
მოხსენებით გამოვლენ: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე; საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ნატალია ჯალიაშვილი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის წარმომადგენელი სიმონ პეტრიდისი; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შშმპ უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმზღვანელი ნათია ფირაშვილი; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე.
ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ნაცვლიშვილი. შეხვედრას მხარს უჭერს ევროკავშირის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები