სტუდენტური მოძრაობა ,,მწვანე მუშტის“ აქცია

„მწვანე ბიბლიოთეკა“ არის სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ ინიციატივა, რომლის მიზანია, შეიქმნას თავისუფალი სივრცე კულტურული და საგნმანათლებლო განვითარებისთვის, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. დღეს საქართველოს უამრავ სოფელში არ ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, ახალგაზრდებს არ აქვთ წიგნები, ვერ ეცნობიან მეცნიერებისა და ხელოვნების სიახლეებს. „მწვანე ბიბლიოთეკის“ ფარგლებში გაიმართება: დისკუსიები, კინოჩვენებები, ლექციები და ადგილობრივ ბიბლიოთეკებს გადაეცემათ წიგნები. ჩვენი აზრით, სადაც ადამიანებს წართმეული აქვთ განათლების უფლება, ძნელია ისაუბრო უკეთეს მომავალზე. „მწვანე ბიბლიოთეკა“ გადაეცემა დაბა კაზრეთის კულტურის სახლის ბიბლიოთეკას და დაბა კაზრეთის მე-2 საშუალო სკოლას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები