ფარულ მოსმენაზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტი კანონპროექტს თებერვლის ბოლომდე მოამზადებს
ფარულ მოსმენაზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტი კანონპროექტს თებერვლის ბოლომდე მოამზადებს. აღნიშნული წინადადებით პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა. მას მხარი 65 დეპუტატმა დაუჭირა, 31 კი წინააღმდეგი წავიდა. ამასთან უსუფაშვილმა პრეზიდენტს მიმართა და წუხილი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ მან გადაწყვეტილება 24 საათში უნდა მიიღოს.
„მინდა, მივმართო საქართველოს პრეზიდენტს და გამოვთქვა წუხილი, რომ ჩვენი საქმიანობის შეფერხების გამო ჩვენ მას ვაძლევთ პრაქტიკულად 24 საათს იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონპროექტის ხელმოწერისა და გამოქვეყნების თაობაზე. ეს არ არის ნორმალური პრაქტიკა და ვწუხვარ ამისთვის. მივმართავ დაპირებით, რომ მსგავსი აღარ განმეორდება. ყველა სახელმწიფო სტრუქტურას და ორგანოს უნდა ჰქონდეს სათანადო ვადა იმისთვის, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მისაღებია. მე მინდა ვთხოვო მომხსენებლ შალვა შავგულიძეს, რომ ვადის გადავადება პირველი ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე მოხდეს და არა აპრილის დასაწყისამდე. იანვარშიც ვიმუშაოთ და მემგონი გაუმკლავდებით ამას, რომ საკითხი თებერვლის ბოლომდე იყოს მოგვარებული, ისე როგორც შეეფერება ჩვენს ქვეყანას და ისე როგორც მოითხოვს ევროპული სტანდარტები“, – განაცხადა უსუფაშვილმა.