„არ ვთვლი, რომ პრემიერის დღევანდელი განცხადება საუკეთესო ნიმუში იყო, რათა კონსესუსი მოვძებნოთ”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის “გასაღების” საკითხთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი პოზიცია შეაფასა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება არ იყო საუკეთესო ნიმუში კონსენსუსის მოსაძებნად.
“მინდა მოვუწოდო ყველას – გადავდგათ პოლიტიკური ნაბიჯები და მოვიქცეთ ისე, როგორც პოლიტიკოსებს გვეკადრება. მივმართავ ყველას, თავი შევიკავოთ კატეგორიული მოსაზრებებისგან, წინასწარ გაცხადებული საბოლოო დასკვნებისა და პოზიციისგან – ეს ეხება ყველას, არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს. ჩვენ უნდა მოგვეცეს საშუალება, მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება. ამ თვალსაზრისით, მე არ ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება იყო საუკეთესო ნიმუში იმისკენ, რომ მოვძებნოთ კონსენსუსი, მაგრამ მისიც მესმის, რადგან ამ დღეებში გაისმა რამდენიმე კატეგირიული მოსაზრება, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მაგრამ პოლიტიკოსებს – მთავრობისა და პარლამენტის წევრებს მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გვაკისრია”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები