დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან დიდი დანაკლისი და მწუხარებაა პატრიარქის გარდაცვალება – სინოდი იმსჯელებს დაკრძალვის დეტალებზე
“მივუსამძიმრებ მთელს ერს. ძალიან დიდი დანაკლისი და მწუხარებაა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება”,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაკრძალვის დეტალებზე სინოდი დღეს იმსჯელებს.
“სინოდი შეიკრიბება ორ საათზე, ეს არის საეკლესიო წესი, სინოდი იმსჯელებს დაკრძალვის დეტალებზე. სინოდის დასრულების შემდეგ მოხდება გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში, დანარჩენ დეტალებს, როგორც კი დაადგენს სინოდი, მაშინვე გაცნობებთ”, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.