იტალიის საელჩო: გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას ილია II-ის გარდაცვალების გამო
საქართველოში იტალიის საელჩო ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
“გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო” ,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.