“ღამის კოშმარები ბავშვებში ხშირი მოვლენაა; ისინი ხშირად დაკავშირებულია ბავშვის ემოციებთან, დღის განმავლობაში მიღებულ შთაბეჭდილებებთან ან გადაღლასთან” – პედიატრი

“ბავშვებში ღამის კოშმარები საკმაოდ ხშირი მოვლენაა, განსაკუთრებით – 3-10 წლის ასაკში”, – ამის შესახებ პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პედიატრი განმარტავს, ისინი ხშირად დაკავშირებულია ბავშვის ემოციებთან, დღის განმავლობაში მიღებულ შთაბეჭდილებებთან ან გადაღლასთან.

“ღამის კოშმარები ბავშვებში – უნდა ვინერვიულოთ თუ არა?
ბავშვებში ღამის კოშმარები საკმაოდ ხშირი მოვლენაა, განსაკუთრებით – 3-10 წლის ასაკში. ისინი ხშირად დაკავშირებულია ბავშვის ემოციებთან, დღის განმავლობაში მიღებულ შთაბეჭდილებებთან ან გადაღლასთან.
კოშმარის დროს ბავშვმა შეიძლება, გაიღვიძოს შეშინებულმა, ატირებულმა, მოუხმოს მშობელს, ახსოვდეს ან არ ახსოვდეს საშიში სიზმარი. შეიძლება – უცებ მშობელი უცხო ადამიანად აღიქვას!
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს ნერვული სისტემის განვითარების ბუნებრივი ნაწილია და სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს.

რამდენიმე მარტივი რჩევა მინდა, მოგცეთ:

შექმენით მშვიდი გარემო ძილის წინ

მოერიდეთ ემოციურად მძიმე მულტფილმებსა და ზოგადად ეკრანებს ძილამდე 2 საათით ადრე

დაამშვიდეთ ბავშვი გაღვიძებისას, თქვენი ხმა და ჩახუტება საუკეთესო „მედიკამენტია“.

თუ კოშმარები ძალიან ხშირად მეორდება, იწვევს ძლიერი შიშის განვითარებას ან ძილის სერიოზულ დარღვევას, სასურველია პედიატრთან ან ბავშვთა ნევროლოგთან კონსულტაცია!!!
ბავშვის ღამის შიშები ხშირად ქრება მაშინ, როცა გვერდით ესმის მშობლის მშვიდი სუნთქვა და ეუფლება უსაფრთხოების განცდა”, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები