ირაკლი სესიაშვილი უშიშროების საბჭოს დოკუმენტებზე გრიფ “საიდუმლოს” მოხსნას ითხოვს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უშიშროების საბჭოს იმ დოკუმენტებზე გრიფ “საიდუმლოს” მოხსნას ითხოვს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს ლობისტური კომპანიებისთვის 100 მილიონის გადარიცხვას ეხება. დეპუტატმა აღნიშნული მოთხოვნით უშიშროების საბჭოს უკვე მიმართა.
სესიაშვილის აზრით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაიგოს, თუ რაში დაიხარჯა ის თანხა, რომელიც 2008 წლიდან 2012 წლამდე ლობისტურ კომპანიებზე გაიცა.
“საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ეს თანხა ქვეყნისთვის, თუ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის დაიხარჯა. ჩვენ 2012 წლიდან დღემდე სულ სამი მილიონი გადავრიცხეთ და აქედან ერთი მილიონი საშემოსავლოს სახით ბიუჯეტს დაუბრუნდა”, – აცხადებს სესიაშვილი.