“თითქმის ყველა სახლი გაფუჭებულია; მუნიციპალიტეტის რეაგირება იყო დროული” – ტყიბულის მკვიდრი

“თითქმის ყველა სახლი გაფუჭებულია. არცერთი არაა ისეთი, რომ ვარგოდეს”, – ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრები ტყიბულიდან, ხათუნა გოგოლაშვილი აცხადებს.

ამასთან, როგორც ის ამბობს, სტიქიასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის რეაგირება დროული იყო.

“იყო რაღაც საშინელი ხმები. ამასთან, იყო ქარი.
რეაგირება დროზე მოხდა. ზოგს წამოსვლა არ გვინდოდა, მაგრამ გვითხრეს, რომ აქ ვერ დაგვტოვებდნენ”, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.

შეგახსენებთ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში გამთენიისას ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად, 5 სახლი განადგურდა.

დროულად განხორციელებული ევაკუაციის გამო, სტიქიის შედეგად დაშავებულები არ არიან – ევაკუირებულია 38 ოჯახი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები