გია ვოლსკი: ევროპარლამენტის სტრატეგია ითვალისწინებს ქვეყანაში ისეთი ვითარების შექმნას, როდესაც უკონტროლო იქნება სიტუაცია და დესტაბილიზაცია გამოიწვევს მთელ რიგ ჯაჭვურ რეაქციას

“ევროპარლამენტის სტრატეგია ითვალისწინებს ქვეყანაში ისეთი ვითარების შექმნას, როდესაც უკონტროლო იქნება სიტუაცია და დესტაბილიზაცია გამოიწვევს მთელ რიგ ჯაჭვურ რეაქციას,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

“თავიდანვე აქვს ევროპარლამენტს ისეთი სტრატეგია ჩამოყალიბებული, რომელიც ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების არა მარტო გამტყუნებას, არამედ ქვეყანაში ისეთი ვითარების შექმნას, როდესაც უკონტროლო იქნება სიტუაცია და დესტაბილიზაცია გამოიწვევს მთელ რიგ ჯაჭვურ რეაქციას. არაერთხელ გვინახავს ასეთი რევოლუცია, რომელიც პრინციპულად ეწინააღმდეგება იმ განცხადებებს, რომელიც თუნდაც ეუთოს ასამბლეის დელეგაციამ გააკეთა საქართველოში ვიზიტის შემდეგ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები