ირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც საქართველომ ევროპას აბსოლუტური ქმედების საშუალება მისცა, მივიღეთ არა სამოქალაქო კეთილდღეობა, არამედ სამოქალაქო ომის პროვოცირებები

როდესაც საქართველომ მათ  აბსოლუტური ქმედების საშუალება მისცა, მივიღეთ არა სამოქალაქო კეთილდღეობა, არამედ სამოქალაქო ომის პროვოცირებები, – ამის შესახებ „ამის კურიერის“ ეთერში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში „ქრის ცვლილებების სიო“ და აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

„როდესაც საქართველომ მათ აბსოლუტური ქმედების საშუალება მისცა, მივიღეთ არა სამოქალაქო კეთილდღეობა, არამედ სამოქალაქო ომის პროვოცირებები. ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ეს განცხადებები გარკვეული ინერციით ჯერ კიდევ გაგრძელდება. მაგრამ, თვითონ ევროკავშირში უკვე ცვლილებების სიო არის და ისინიც ხედავენ, რომ საქართველო ხომ არ არის მარტო, შიგნით არის მთელი რიგი პრობლემები, სადაც უკვე აზრთა დიდ სხვადასხვაობაა. ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნებში, ახლო მომავალში, ევროპაში, სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა სხვადასხვა შედეგები მიიღონ და გარკვეული, ტრადიციული, პოლიტიკური ძალები არა მმართველობაში, არამედ ოპოზიციაში ვიხილოთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები